კონდიციონერის მუშაობის პრინციპი
ნებისმიერი კონდიციონერის მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია სითხის აორთქლებისას მის მიერ სითბოს შთანთქვის თვისებაზე და სითბოს გამოყოფა კონდენსაციის დროს. უკეთ რომ გავიგოთ თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი განვიხილოთ სპლიტ-სისტემის კონდიციონერის სქემა
ფოტო
ნებისმიერი კონდიციონერის შემადგენელი ნაწილია:
კომპრესორი - კუმშავს ფრეონს და უზრუნველყოფს ფრეონის მოძრაობას მაცივარ კონტურში.
კონდენსატორი - „რადიატორი“ რომელიც განლაგებულია გარე ბლოკში; უზრუნველყოფს ფეონის აიროვანი ფაზიდან თხევად ფაზაში გადასვლას.
ამაორთქლებელი - „რადიატორი“ რომელიც განლაგებულია შიდა ბლოკში. ამაორთქლებელში ხდება ფრეონის თხევადი ფაზიდან აიროვან ფაზაში გადასვლა.
ვენტილატორი - ქმნის ჰაერის ნაკადს, რომელიც მობერავს ამაორთქლებელს და კონდენსატორს. ვენტილატორი უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ თბოცვლას გარემოსთან.
სამაცივრო კონტური - კომპრესორი, კონდენსატორი, ამაორთქლებელი, თერმომარეგულირებელი ვენტილი - ერთმანეთთან შეერთებულნი არიან სპილენძის მილებით და ქმნიან სამაცივრო კონტურს. ამ კონტურში ცირკულირებს ფრეონის და კომპრესორის ზეთის ნარევი (ძეთი უზრუნველყოფს კომპრესორის სმაზკას).
კონდიციონერის მუშაობა მიმდინარეობს შემდეგი სქემით: კომპრესორის შესასვლელზე (ვხოდზე) ამაორთქლებლიდან მოეწოდება აიროვანი ფრეონი დაბალი წნევის ქვეშ (3 – 5 ატმოსფერო) და ტემპერატურით 10 – 20 ˚C . კომპრესორი კუმშავს ფრეონს 15 20 ატმოსფეროს წნევამდე , რის შედეგანან ფეონი ხურდება 70 – 90 ˚C - დე , რის შემდეგაც იგი მიეწოდება კონდენსატორში . კონდესატორის კარგი მობერვის შედეგად ფრეონი ცივდება და აიროვანი ფაზიდან გადადის თხევად ფაზაში და გამოყოფს დამატებით სითბოს . შესაბამისად ჰაერი გამავალი კონდენსატორში თბება .
კონდენსატორის გამოსავალზე ფრეონი არის თხევად ფაზაში , მაღალი წნევის ქვეშ და (ატმოსფერის ) გარემოს ჰაერზე 10 – 20 ˚C უფრო მაღალი ტემპერატურით . კონდენსატორიდან თბილი ფრეონი მიეწოდება თერმომარეგურირებელ ვენტილზე , რომელიც წარმოადგენს შვრილ დახვეულ კაპილალურ მილს . თერმომარეგურირებელი ვენტილის გამოსავალზე ფრეონის ტემპერატურა და წნევა საგრძნობლად იკლებს (ფრეონის ნაწილი შეიძლება აორთქლდეს) . თერმომარეგურირებელი ვენტილის შემდეგ თხევადი და აიროვანი ფრეონის ნარევი ხდება ამორთქლებელში . მამორთქლებელში ფრეონი გადადის აიროვან ფაზაში და შთანთქავს სითბოს, შესაბამისად ამაორთქლებელში გამავალი ჰაერი ცივდება . შემდეგ აიროვანი ფრეონი მიეწოდება კომპრესორის შესასვლელზე და ციკლი მთლიანად მეორდება.